„როცა „ნაცების“ დამარცხებიდან 12 წლის თავზე ხალხს ისევ „ნაცების“ დამარცხებას ჰპირდები, ეს კრიზისს ნიშნავს – „ქართული ოცნება“ გაკოტრებულია, მას დაპირების გაცემაც არ შეუძლია!“ – ამ განცხადებით „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების შესახებ, მმართველი პარტიის პირობა შეაფასა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ყველა არჩევნების წინ „ნაცების“ ხელისუფლებაში დაბრუნების საფრთხეზე საუბრობს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი, ამ ლაიტმოტივით გარეჯს იბრუნებდა და ამბობდა, რომ „გარეჯი საქართველოა“.
მდინარაძე: „ჩვენ მოვიგეთ ორივე პროცესი სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოებში და დავამტკიცეთ, რომ ქართველი სამხედროები არა ომის დამნაშავეები, არამედ გმირები არიან – „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს“
„პირველად, თარიღი 7 აგვისტო, გაჩნდა ევროსაბჭოს რეზოლუციაში, სადაც ეწერა, რომ ქართულმა სამხედრო ძალებმა ცხინვალი გაუფრთხილებლად დაბომბეს, რუსეთის ქმედება კი საპასუხო შეტევად იყო მოხსენიებული და „ამ ჩანაწერების მიუხედავად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეზოლუციას მხარი დაუჭირა“.
ხვიჩიას აზრით, ეს „ქართულ ოცნებაში“ უეჭველ კრიზისს ადასტურებს:
„ეს არის ქოც-ნაცური ბრძოლა წინასაარჩევნოდ. „ქართული ოცნება“ როგორც აქამდე ახერხებდა „ნაცებთან“ ბრძოლის ფარგლებში პოლარიზაციას, ხალხის დაშინებას და პირობას, რომ არჩევნების შემდეგ მათზე შურისძიებას დაიწყებს, ზუსტად იმავეს აგრძელებს ახლა“. – აღნიშნა ხვიჩიამ რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების თემაზე დასმული კითხვის პასუხად.
ფოტო: „ინტერპრესნიუსი“