LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ხვიჩია: „საქართველოში უკვე არ დარჩა უწყება, სადაც ერთი-ორი სანქცირებული თანამშრომელი არ არის. ამის პასუხად, „ოცნება“ სანქცირებულებს აწინაურებს – დღეს შეიძლება, სასაცილოდ ეჩვენებათ, მაგრამ მოვა დრო, როდესაც ამ სანქციებს გაარჩევენ“

144
იაგო ხვიჩია

„ზოგადად ყველაფერი ფაქტია და ფაქტია, რომ ადამიანები შარში ეხვევიან უკანონო ბრძანების შესრულებების გამო. დღეს შეიძლება, სასაცილოდ ეჩვენებათ ეს სანქციები, მაგრამ მოვა დრო, როდესაც ამ სანქციების გარჩევა იქნება“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

აღნიშნულით ხვიჩია დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა და თქვა, რომ სანქციები საქართველოსთვის კარგი არ არის და არც იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ასანქცირებენ.

აქტივების გაყინვა და სამოგზაურო აკრძალვა – გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ კიდევ ოთხ ქართველ ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა

„არავის მოეწონება საბოლოოდ ის ფაქტი, რომ კონკრეტული პირი სანქცირებულია. ამიტომ, ვურჩევდი, გაემიჯნონ იმ პროცესს, რომელიც საბოლოოდ მათ მომავალს აზიანებს, თორემ ახლა არც ჩვენი ქვეყნისთვისაა კარგი ის, რაც ხდება და არც იმ ადამიანებისთვის და მათი ოჯახებისთვის, რომელთაც ეს დაემართებათ.

დიდმა ბრიტანეთმა ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა

ნინო წილოსანი: „კითხვას ვსვამთ, რა შედეგი სურს ჩვენს მეგობარ ქვეყანას [ბრიტანეთს] სანქციების გამოშვებით და შემთხვევით, ხომ არ უკავშირდება ეს კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს?!“

ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რას გულისხმობს „პოლიტიკურ მიზანში“, წილოსანმა უპასუხა, რომ „კითხვა იმიტომ არის რიტორიკული, რომ პასუხს თავად სანქციების დამწესებლისგან ითხოვს“

მე მაკლია ინფორმაცია ზოგადად არგუმენტაციასთან დაკავშირებით. შეიძლება, იყოს სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ და შეიძლება, იყოს რუსეთთან კავშირი ან ნებისმიერი სხვა რამ, რის გამოც ეს ხდება, მაგრამ მე არ მაქვს ამაზე ინფორმაცია. ვიცი, რომ კარგი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის და არც იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ასანქცირებენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, „შეიძლება, დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში წერია რაღაც ერთი არგუმენტი, მაგრამ სხვა არ ვიცით“:

„ეს დიდი ბრიტანეთის იმიჯს დიდ დარტყმას აყენებს“ – ალუდა ღუდუშაური სანქციებზე

„ამ ნაბიჯს თუ ვაფასებთ – ჩემი შეფასებაა, რომ კარგი არავისთვის არის ეს სანქციები, მათ შორის არც ამ ქვეყნისთვის. რა არის ამის არგუმენტი – მომიტინგეებზე ძალადობა, რუსეთთან კავშირი, თუ კავშირი დიქტატურის დამყარებასთან, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ზოგადად ყველას ესმის, რომ საქართველოში უკვე არ დარჩა უწყება, სადაც ერთი-ორი სანქცირებული თანამშრომელი არ არის.

ამის პასუხად, „ქართული ოცნება“ სანქცირებულებს აწინაურებს. ოდესღაც ეს საქმეები აუცილებლად გადაისინჯება, კანონიერების ნაწილშიც და იმაშიც, რას აკეთებდა ეს ხალხი ისეთს, რომ მათი სანქცირება აუცილებელი გახდა“. – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ლევან მახაშვილი: „არასერიოზული და უსამართლოა, როცა ზოგიერთ სახელმწიფო, რომლებიც შედარებით ძლიერ მდგომარეობაში არიან, რადგან ევროპის ძლიერ ინსტიტუტებს ეფარებიან, შეუძლიათ, სუსტი დაჩაგრონ იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობის არჩევანი არ მოსწონთ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g