LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ხვიჩია: ზელენსკის ადგილას ვიტყოდი, რომ ველოდები მშვიდობას და პუტინის პასუხს ტრამპის ინიციატივაზე, რათა ქვეყანაში არჩევნები ჩავატაროთ, მეც და უკრაინელ ხალხს დასვენების საშუალება მოგვეცეს

480
იაგო ხვიჩია

პრეზიდენტ ზელენსკის ადგილას ვიტყოდი, რომ მოუთმენლად ველოდები მშვიდობას და პუტინის პასუხს პრეზიდენტ ტრამპის შესანიშნავ ინიციატივაზე, რათა ქვეყანაში არჩევნები ჩავატაროთ, რომ მეც და უკრაინელ ხალხს დასვენების საშუალება მოგვეცეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ სოციალურ ქსელში თეთრ სახლში 28 თებერვალს გამართული შეხვედრის კომენტირებისას დაწერა.

იაგო ხვიჩიამ ჩამოთვალა ის მიზეზები, რისთვის გადაუხდიდა მადლობას დონალდ ტრამპს.

„გეტყვით, მე რას ვიზამდი პრეზიდენტ ზელენსკის ადგილას;

1. მადლობის გადავუხდიდი „ჯაველინებისთვის“ პირადად პრეზიდენტ ტრამპს;

2. მადლობას გადავუხდიდი ამერიკელ ხალხს იმისთვის, რომ გაგვაძლებინა იქამდე, სანამ უფრო პრინციპული, ეფექტური და საქმიანი პრეზიდენტი დაბრუნდა ამერიკაში, რომელიც აქამდე რომ ყოფილიყო თეთრ სახლში, ომი საერთოდ არ იქნებოდა (მნიშვნელოვანია ზუსტად ტრამპის ტერმინით თქმულიყო ეს);

3. გამოვხატავდი სიხარულს მინერალების შესახებ შეთანხმების თაობაზე და ვიტყოდი, რომ ეს არის პრეზიდენტის გენიალური გეგმა ჩემს ქვეყანაში როგორც უსაფრთხოების, ისე სამომავლოდ მდგრადი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით;

4. ასევე დავეთანხმებოდი პრეზიდენტ ტრამპს იმაზე, რომ ევროპამ თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდოს და ის რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ეს უკვე მომხდარი იქნებოდა;

5. ვიცე-პრეზიდენტსაც მადლობას გადავუხდიდი მისი რევოლუციური გამოსვლისათვის მიუნხენში;

6. ვიტყოდი, რომ მოუთმენლად ველოდები მშვიდობას და პუტინის პასუხს პრეზიდენტ ტრამპის შესანიშნავ ინიციატივაზე, რათა არჩევნები ჩავატაროთ ქვეყანაში და მეც და უკრაინელ ხალხს დასვენების საშუალება მოგვეცეს;

7. მადლობას გადავუხდიდი გენიალურ ელონ მასკს „სტარლინკისთვის“ და იმისთვის, რასაც უკრაინისთვის აკეთებს; P.S. შეხვედრაზე, სადაც სამშვიდობოდ მეპატიჟებიან, მივიდოდი პიჯაკით. მოგეხსენებათ, დიდად დიპლომატი მე არ ვარ, მაგრამ ადეკვატურობა მხოლოდ ასე ქცევა მგონია, როცა იცი, თუ რა ხდება შენს ქვეყანაში“, – წერს იაგო ხვიჩია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g