მოდელი, ფატი ვასკესი, რომელიც ცნობილ ფეხბურთელს, ლამინე იამალს ხვდება, მათ რომანზე საზოგადოების მწვავე რეაქციით აღშფოთებულია. მოდელი 13 წლით უფროსია „ბარსელონას“ თავდამსხმელზე, თუმცა ამას წყვილისთვის ხელი არ შეუშალა იტალიაში ერთობლივი ფოტოები გადაეღოთ და სოციალური ქსელებით გაევრცელებინათ.
„ძალიან სევდიანია, როცა უყურებ, რომ ადამიანები მზად არიან გაგწირონ, თანაც ის ხალხი, ვინც არც კი გიცნობს“ – განაცხადა ვასკესმა.
ფატი ვასკესი ამჯერად ინფლუენსერია, მან მოდელობას თავი დაანება, რათა ინტერნეტში კონტენტის შექმნისთვის მეტი დრო დაეთმო. მას უამრავი გამომწერი ჰყავს და საკმაოდ პოპულარულია. იამალისა და ვასკესის რომანის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.


