ქალისა და მამაკაცის თეთრეულის მაღაზია ”იამამაი” მომხმარებელს 50%–მდე ფასდაკლებას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” მაღაზიიდან აცნობეს, ფასდაკლების აქცია სრულ საგაზაფხულო კოლექციაზე (შიდა თეთრეულზე) ვრცელდება.
”გვაქვს ძალიან დიდი არჩევანი საცურაო კოსტიუმებისა და საზღვაო ტანსაცმლის ხაზის. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნაომი ქემბელის ხაზი, რომელიც უშუალოდ იტალიაში არის შეკერილი და გამოირჩევა ქსოვილის ელასტიკურობითა და სხეულის ვიზუალურად მაკორექტირებელი ეფექტით”, – განაცხადეს ”იამამაიში”.
ცნობისთვის, ”იამამაი” იტალიური ბრენდია, რომელიც საქრთველოში 2012 წლიდან არის წარმოდგენილი. კომპანია მსოფლიოში 1000–ზე მეტ მაღაზიას ფლობს. ბრენდი, ძირითადად, აწარმოებს ქალისა და მამაკაცის შიდა თეთრეულს, საცურაო კოსტიუმებს, ზღვის აქსესუარებსა და ტანისამოსს. ამასთან, ”იამამაი” ყოველწლიურად არის ”მის უნივერსის” გენერალური სპონსორი. 2015 წლიდან ბრენდის სახე ნაომი ქემბელია და სწორედ მისი თანამონაწილეობით შეიქმნა თეთრეულისა და საცურაო კოსტიუმების ახალი ხაზიც.
ამჟამად ”იამამაი” თბილისში ორი მაღაზიით არის წარმოდგენილი – ჭავჭავაძის 33–ში და პეკინის 25–ში.