LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იან კელი: არჩევნებმა ასახა ქართველი ხალხის ნება

162

ჩვენ ვფიქრობთ, რომ არჩევნებმა ასახა ქართველი ხალხის ნება, – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა:

იყო ძალადობისა და დაშინების ფაქტები, ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, მკაცრად ვგმობთ და განსაკუთრებით, როცა არჩევნების დღეს ხდება ასეთი რამ. უკვე მთავრობაზეა დამოკიდებული, რამდენად საგულდაგულოდ და დეტალურად გამოიძიებს აღნიშულ ფაქტებს. გავიმეორებ იმას, რომ არჩევნებმა გამოხატა ქართველი ხალხის ნება. ამაში მარნეულის ინციდენტსაც ვგულისხმობდი. საკმაოდ შემაშფოთებელი ფაქტი იყო და პოლიციის თანამშრომელიც დაშავდა. იმედია სახელმწიფო გამოიძიებს ამას ბალანსირებული გზით. გარდა ამისა, მეორე ტური წინ არის და აუცილებელია, გარემო იყოს მშვიდი, წყნარი და არ იყოს დაშინების ფაქტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g