ძალიან კარგია, რომ ამ რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზარდა, – ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში, იან კელიმ გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ დევნილების შესახებ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
იან კელის თქმით, ჟენევის ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია, აშშ ამ ფორმატს მხარს უჭერს, რადგან ის არის დისკუსიების ძირითადი ადგილი, სადაც ხვდებიან მხარეები და კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე მსჯელობენ.
,,ნებისმიერი რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს დევნილთა დაბრუნებას საკუთარ სახლებში, ვერ იქნება ამ ფორმატის ხელშემშლელი. შესაბამისად, ასეთი მტკიცება, რომ ეს რეზოლუცია რამენაირად ეჭვქვეშ აყენებს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს, არასწორია და მე არ ვეთანხმები”, – განაცხადა კელიმ.