„იანდექს გოუ“, ტაქსის მძღოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, იმ თიფის ოდენობას გააორმაგებს, რომელსაც მგზავრები სერვისის პარტნიორ მძღოლებს დაუტოვებენ.
აქცია გავრცელდება ყველა უნაღდო თიფზე, რომელიც 29 მარტს იქნება დატოვებული. მგზავრებისთვის არაფერი შეიცვლება – თიფი „იანდექს გოუს“ ხარჯზე გაორმაგდება.
ტაქსის მძღოლის საერთაშორისო დღეს მგზავრები, ტრადიციულად, უფრო მეტ თიფს ტოვებენ. მაგალითად, გასულ წელს, აპლიკაციის მეშვეობით, 1.8-ჯერ მეტი თიფი დატოვეს, ვიდრე მარტის სხვა დღეებში, „იანდექს გოუს“ მიერ გაორმაგების შემდეგ კი საერთო თანხა 3.6-ჯერ მეტი გახდა.
(R)
