“ტაქსების რეგულირება ქალაქში ჯერჯერობით არ ხდება, ამიტომაც, „იანდექს ტაქსს“ თბილისის მერიისთვის არ მოუმართავს და შესაბამისად, რაიმე სახის ნებართვა მერიის მხრიდან გაცემული არ ყოფილა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.
მერის თქმით, ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესი და ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა და კომპანიას ასეთი ბიზნესის წარმოების უფლება აქვს.
„თუ შესაბამისი ორგანოების მხრიდან თბილისის მერიიდან რაიმე სახის ინფორმაცია იქნება მოთხოვნილი ან ჩვენი მხრიდან ვინმეს განმარტებები დაჭირდება, რასაკვირველია, ისინი ამას დაუყოვნებლივ მიიღებენ“