LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იანუკოვიჩი ზელენსკის: პირადად ხარ ვალდებული, ნებისმიერ ფასად შეაჩერო სისხლისღვრა და მიაღწიო სამშვიდობო შეთანხმებას

231
1

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტს მიმართავს და მოუწოდებს – ნებისმიერ ფასად შეწყვიტოს სისხლისღვრა.

იანუკოვიჩის მიმართვა რუსულ მედიასაშუალებებში ვრცელდება. 

როგორც იანუკოვიჩი აღნიშნავს, ზელენსკიმ შეთანხმებას ნებისმიერ ფასად უნდა მიაღწიოს.

“კარგად მესმის, რომ ბევრი “მრჩეველი” გყავთ, მაგრამ, პირადად თქვენ, ვალდებული ხართ, ნებისმიერ ფასად შეაჩეროთ სისხლისღვრა და მიაღწიოთ სამშვიდობო შეთანხმებას. ეს არის ის გადაწყვეტილება, რასაც თქვენგან მოელიან უკრაინაში, დონბასსა და რუსეთში”, – აღნიშნულია მიმართვაში.

ექსპრეზიდენტი იანუკოვიჩი აღნიშნავს, რომ ამ ნაბიჯის გადადგმისთვის, უკრაინელი ხალხი და კიევის ყველა პარტნიორი დასავლეთში მადლიერი იქნება.

რამდენიმე დღის წინ უკრაინულ დაზვერვაზე დაყრდნობით, უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იანუკოვიჩი მინსკშია და რუსეთს მისი უკრაინის პრეზიდენტად გამოცხადება სურს.

შეგახსენებთ, 2013 წლის ნოემბერში, ევრომაიდანზე განვითარებული მოვლენების შემდეგ პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი იძულებული გახდა, ჯერ კიევი, შემდეგ კი ქვეყანა დაეტოვებინა და რუსეთში გაიქცა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ:

magti 5g