LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იანვარში ხელმეორედ გადავიტანე COVID-19, უფრო მძიმედ ვიდრე პირველად! ერთი სული მაქვს ვაქცინა გავიკეთო: ანიტა რაჭველიშვილი

209
unnamed-15-1

ცნობილი მეცოსოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი საზოგადოებას იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს. როგორც რაჭველიშვილი Facebook-ზე წერს, მიმდინარე წლის იანვარში COVID-19 მეორეჯერ, უფრო მძიმე ფორმით გადაიტანა.

ქართველო მეცოსოპრანო ვარაუდობს, რომ იმ შემთხვევაში თუ მას კორონავირუსი კიდევ შეხვდება, შესაძლოა დაავადების ფორმა მესამედ კიდევ უფრო რთულ ფორმებში წარიმართოს, ამიტომ როდესაც მას ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა ექნება ის აუცილებლად აიცრება.

იანვარში ხელმეორედ გადავიტანე კორონა ვირუსი და ბევრად უფრო მძიმედ ვიდრე პირველად! ეხლაც მაქვს სუნთქვის და დაღლილობის პრობლემები და გემო და სუნი არ აღმიდგა! 6 თვეში როცა ანტისხეულები აღარ მექნება ალბათ კიდევ უფრო მძიმედ ვიქნები თუ კორონა შემხვდა ამიტომ ერთი სული მაქვს ვაქცინა გავიკეთო როცა ჩემი რიგი დადგება! ნუ ეთამაშებით ბედს და გაიკეთეთ ვაქცინა!“, – წერს რაჭველიშვილი.