LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იანვარში ვიზიტორების რაოდენობა 94.5% შემცირდა – ქართულმა ტურიზმმა 2021 წელი ვარდნით დაიწყო

85
IMG-7307m

2021 წელი ტურიზმის სექტორში ისევ ვარდნით დაიწყო. კერძოდ, საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 94.5% შემცირდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში სულ უცხოეთის 34,909 მოქალაქე იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ ამ ერთ თვეში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან განხორციელდა 14 500 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -80,7%; სომხეთიდან – 3 875 ვიზიტორი შემოვიდა, კლება წინა წელთან -95,8%; რაც შეეხება აზერბაიჯანს აქედან 3 138 ვიზიტორი გვესტუმრა, კლება წინა წელთან -97,5%. ქვეყანაში ვიზიტორთა უდიდესი ნაწილი (85%) სახმელეთო გზით შემოვიდა. ამასთან, ვიზიტორებს შორის 91% კაცი იყო.

შეგახსენებთ, 2020 წელს საქართველოში სულ 1.7 მილიონი ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც 81%-იან შემცირებას წარმოადგენს. ვიზიტორების დიდი ნაწილი 2020 წლის პირველ კვარტალში, ლოქდაუნამდე შემოვიდა.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები