აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, იანვრის შემოსავლები აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში რეკორდულ 50 მილიონ ლარს შეადგენს.
“იანვრის თვის შემოსავლები აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში 50 მილიონ ლარს შეადგენს, რომელიც რეკორდული მაჩვენებელია. ის 100%-ით აღემატება ყველა გასული წლის მაჩვენებელს. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ როგორც ეკონომიკის, ასევე სხვა მნიშვნელოვანი დარგების მაქსიმალურად ხელშეწყობას, რათა საბიუჯეტო შემოსავლები და ასევე მოქალაქეებისთვის გამიზნული შესაბამისი პროგრამები თანმიმდევრულად იზრდებოდეს”, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
მისივე თქმით, აჭარის მთავრობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3 მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა- რეაბილიტაციას იწყებს.
როგორც რიჟვაძემ აღნიშნა, ტურიზმის აღდგენის დინამიკა აჭარაში უპრეცედენტოა, 2022 წელს სრულად აღდგა ვიზიტები და ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და განახლება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება.