LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონელებმა Prius-ით „პარიზი-დაკარის“ მარშრუტი გაიმეორეს

130

Team ACP-მა, რომელიც იაპონელმა ავტოენთუზიასტებმა 1979 წელს დააარსეს, ცნობილი რალი-აღლუმის, „პარიზი-დაკარის“ მარშრუტი გაიარეს. გარბენი ჰიბრიდული Toyota Prius-ით შესრულდა. მთლიანობაში, გზა 7 000 კილომეტრს მოიცავს.

Team ACP ცნობილია იმით, რომ ამ მარშრუტზე უკვე 12 წელია დადის. პირველი Prius-ებით ექსპედიციაში 1997 წელს წავიდნენ.

ათი წლის განმავლობაში გუნდის წევრები ჰიბრდული მოწყობილობების კომპონენტების საიმედობას ხუთ კონტინენტზე, სხვადასხვა ამინდის პირობებში ამოწმებდნენ.

ბოლო ექსპედიციაში Prius-ს Toyota Land Cruiser-ი აცილებდა. ჰიბრიდის ერთ-ერთი განსაკუთრებულობა მისი კვების წყაროდ გამოყენება გახდა. გუნდი ამ უპირატესობით გაჩერებებისას სარგებლობდა, ისინი ათბობდნენ საკვებს, ან აცხელებდნენ ჩაიდანს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები