1960-იან წლებში იაპონიის ეკონომიკის აღზევების ხანა დაიწყო და ეს რკინიგზის განვითარებაზეც აისახა. პირველი მაღალსიჩქარიანი რკინიგზის ხაზი 1964 წელს ამუშავდა და მას შემდეგ სფერო სულ უფრო და უფრო მეტად ვითარდებოდა.
ე.წ. ღამის მატარებლების პოპულარობა ქვეყანაში 70-იანი წლებიდან გაიზარდა მოთხოვნილების ზრდამ სფეროს განვითარება და საბოლოო ჯამში ძალიან კომფორტული ტრანსპორტის შექმნა გამოიწვია.
დღესდღეობით კი იაპონიას სულ რამდენიმე ღამის მატარებელი ემსახურება და ისინი ტოკიოს სხვადასხვა ქალაქებთან აკავშირებენ. ყველაზე დიდი პოპულარობით ტრანსპორტი ტურისტებს შორის სარგებლობს, რადგან ღამით გადაადგილება კომფორტული და ამასთან ნაკლებ ხარჯიანია, რამეთუ მოგზაურები სასტუმროს ფულს ზოგავენ.
ვაგონები ძალიან კომფორტულადაა მოწყობილი და გარდა დასვენებისა, მგზავრებს შხაპის მიღებაც კი შეუძლიათ. ბუნებრივია, მატარებელში სამზარეულო და კერძების დიდი არჩევანიცაა, სადაც მსურველებს გემრიელად წახემსება თუ უბრალოდ სასურველი სასმელის დაგემოვნება შეუძლიათ.