”იაპონიას სამუშაო ძალა სჭირდება და ვერ პოულობს”- ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას CNN Money.
როგორც გამოცემა წერს, ქვეყანას იმაზე მეტი სამუშაო ადგილი აქვს, ვიდრე სამუშაო ძალა ჰყავს. იაპონიის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში სამუშაო ძალის ნაკლებობამ 40-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. ამომავალი მზის ქვეყანაში, ამ ეტაპზე, თითო ადამიანზე 1,48 სამუშაო ადგილი მოდის.
CNN Money იაპონიის ეკონომიკის მდგომარეობას დადებითად აფასებს და წერს, რომ სამუშაო ძალას ნელ-ნელა ხანშიშესულები და ქალები ემატებიან, რომლებიც აქამდე ნაკლებად აქტიურობდნენ.