LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონია ტურისტებზე ახალ გადასახადს აწესებს

512d769cd0d5e56c238eb975d2325940-japan

ტურისტებს იაპონიის დატოვებისას გადასახადის გადახდა მოუწევთ. იაპონიაში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც ყველა ტურისტს, ვინც ქვეყნის ტერიტორიის დატოვებას გადაწყვეტს სპეციალური გადასახადი დაეკისრება. ტურისტული გადასახადის ოდენობა 1000 იენი (10$–მდე) იქნება და მისი გადახდა ყველა ქვეყნის მოქალაქეს მოუწევს.

თუმცა, დაიშვება გარკვეული გამონაკლისიც და ის – 2 წლამდე პატარებს, ტრანზიტულ მგზავრებს, დიპლომატებს და იმ ადამიანებს შეეხებათ ვინც ბილეთი 7 იანვრამდე შეიძინა. გადასახადს არ გადაიხდიან ასევე თვითმფრინავისა თუ გემების ეკიპაჟის წევრები და იმ რეისების მგზავრები, რომლებსაც იაპონიის ტერიტორიაზე გაჩერება გადაუდებელი სიტუაციის გამო მოუხდათ.

ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ახალი კანონის დამსახურებით 2019 წელს შემოსავალი 50 მილიონი იენით გაიზრდება, 2020 წლისთვის კი ქვეყანას 40 მილიონი ვიზიტორი ეწვევა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g