LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიამ კოვიდპაციენტების სამკურნალოდ ახალი პრეპარატი დაამტკიცა

155
Untitled design (5)

იაპონიამ კოვიდპაციენტების სამკურნალოდ პრეპარატი „ბარიციტინიბი“ დაამტკიცა. 

“ბარიციტინიბი” რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო პრეპარატია და ის ხდება რიგით მესამე მედიკამენტი “რემდესივირისა” და “დექსამეტაზონის” შემდეგ, რომელსაც კოვიდთან ბრძოლის მიზნით გამოიყენებენ.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნული პრეპარატი დღეს დაამტკიცა.

აღნიშნული მედიკამენტის ავტორიზაციის თხოვნით, კომპანია Eli Lilly & Co-ის იაპონიის ფილიალმა შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებს გასული წლის დეკემბერში მიმართა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g