იაპონიაში ავტომობილი ფეხით მოსიარულე ბავშვების ჯგუფში შევარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი ბავშვი გარდაიცვალა. აღსაზრდელები ორი წლის იყვენენ.
ქალაქ ოტსუში მომხდარი ინციდენტის დროს 13ადამიანი დაშავდა. მათ შორის 11 მცირეწლოვანი ბავშვია, რომელთა ასაკიც 2-3 წელია. ორი მცირეწლოვანი ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაშია.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მცირეწლოვანთა ჯგუფი აღმზრდელებთან ერთად საბავშვო ბაღში მიდიოდა. ისინი შუქნიშანთან იცდიდნენ, როდესაც ავტომობილი დაეჯახათ.
სამართალდამცველებმა ორი ქალი დააკავეს. ისინი ავტომობილში ისხდნენ. პოლიცია ავარიის მიზეზების დადგენას ცდილობს.