2030 წლიდან იაპონიის მთავრობა შიდა საავტომობილო ბაზარზე წესებს მაქსიმალურად გაამკაცრებს. პირველ რიგში კი გაყიდვიდან ბენზინის და დიზელის ავტომობილებს ამოიღებს.
იაპონიის ეკონომიკის სამინისტროს გეგმის მიხედვით, ახალი ავტომობილები მხოლოდ ელექტრო ან ჰიბრიდული აგრეგატის უნდა იყოს. რასაც შედეგად ის მოყვება რომ ევროკავშირის გეგმის მსგავსად, 2050 წლისთვის ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდება.
აღსანიშნავია, რომ იაპონურ ავტობაზარზე ამჟამად საკმაოდ ბევრი ჰიბრიდული თუ ელექტრო აგრეგატის მქონე ავტომობილია წარმოდგენილი. ეკოლოგიური მოდელი თითქმის ყველა ავტომწარმოებლის ხაზშია და მათზე მოთხოვნა ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო იზრდება.
აღსანიშნავია, რომ ტრადიციული ძრავის მქონე ავტომობილებს ბრიტანეთი 2035 წლიდან, ხოლო აშშ–ს რამდენიმე შტატი კი 2040 წლიდან აკრძალავს.