1 იანვარს, იაპონიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა.
იაპონიაში 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
ამ დრომდე გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. იაპონიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიწისძვრის მძიმე შედეგები ფართო არეალს ფარავს, რის გამოც, მისივე თქმით, შეიძლება მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს.
შეგახსენებთ, 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იაპონიის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. ეპიცენტრი ნახევარკუნძულ ნოტოზე დაფიქსირდა. რთული მდგომარეობაა ისიკავას პრეფექტურაში, სადაც დაიწვა 100-ზე მეტი სახლი, ათობით კი დაინგრა.