იაპონიის მთავრობამ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის „როსელხოზბანკსა“ და “მოსკოვის საკრედიტო ბანკს”, ასევე ბელარუსის „განვითარებისა და რეკონსტრუქციის“ ბანკს სანქციები დაუწესა.
გავრცელებული ინფორმაციით, სანქციები გულისხმობს იაპონიაში აღნიშნული ბანკების აქტივების დაყადაღებას, ასევე მათი ფინანსური ტრანზაქციების აკრძალვას.
იაპონიის ახალი სანქციები დღეიდან, ანუ 7 ივნისიდან ამოქმედდება.