LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიაში საკრედიტო ბარათის ზომის სმარტფონი წარმოადგინეს

83

იაპონიაში საკრედიტო ბარათის ზომის სმარტფონი წარმოადგინეს. სმარტ-ტექნიკის მწარმოებელმა კომპანია FutureModel-მა მსოფლიო საზოგადოებას პირველი მინიატურული ტელეფონი წარმოუდგინა. უნიკალურ გაჯეტს NichePtone-S უწოდეს და ის აქამდე შექმნილი მოდელებისგან მართლაც განსხვავდება.

სუპერთანამედროვე სმარტფონის მთავარი ნიშანი მისი ზომებია, მოდელი სულ რაღაც –  90-50-6,5 მილიმეტრია. კომპანიის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ სიახლე თავის მოზრდილ კონკურენტებზე ბევრად უფრო მოხერხებულია. მაგალითად, მობილურის ტარება საფულითაა შესაძლებელი და მას ზედმეტი ადგილი არ სჭირდება. გარდა ამისა, მოდელი კონკურენტებს არც ტექნოლოგიური მახასიათებლებით ჩამოუვარდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები