LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონური სიბრძნე: თუ ქალმა მოინდომა – კლდეში გაივლის

851

ამოუცნობ და თვითმყოფად იაპონურ კულტურაზე საათობით შეიძლება ლაპარაკი. მართალია, ის  მსოფლიოს ერთერთი ყველაზე თანამედროვე და ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყანაა, მაგრამ იაპონელები დღესაც არ ივიწყებენ საკუთარ ფესვებს, მისდევენ უძველეს ტრადიციებს და იქნებ სწორედ ამაშია მათი წარმატების საიდუმლოც. გთავაზობთ  ხალხურ გამონათქვამებსრომლებშიც დიდი სიბრძნეა ჩადებული.

 

* თუ პრობლემა მოგვარებადია, არ ღირს მასზე ნერვიულობა, თუ მოუგვარებელია, ნერვიულობას აზრი არ აქვს.

* დაფიქრდი და გადაწყვიტე, გადაწყვეტილების შემდეგ ნუ იფიქრებ.

* ნუ შეაჩერებ წამსვლელს. ნუ გააგდებ მომსვლელს.

* სჯობს კარგი ადამიანის მტერი იყო, ვიდრე ცუდის მეგობარი.

* ის, ვისაც ძალიან უნდა მაღლა ასვლა, კიბესაც გამოიგონებს.

* შორი გზა ახლო გზით იწყება.

* შვიდჯერ გადაამოწმე მანამ, სანამ ეჭვი შეგეპარება ადამიანში.

* ყოველთვის დაუთმე გზა ბრიყვებს და შეშლილებს და ისინი აღარასდროს გამოჩნდებიან შენს გზაზე.

* გააკეთე ყველაფერი რაც შეგიძლია, დანარჩენი კი, ბედს მიანდე.

* თუ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ დაგჭირდება მახვილი, საჭიროა სულ ატარო.

* ზედმეტი პატიოსნება ბრიყვობას ემსგავსება.

* ბედნიერება იმ სახლში მიდის, საიდანაც სიცილი ესმის.

* მომღიმარ სახეს ისარს არ ესვრიან.

* ცივი ჩაი და ცივი ბრინჯი ასატანია, მაგრამ ცივი მზერა და ცივი სიტყვააუტანელი.  

* თუ ქალმა მოინდომა – კლდეში გაივლის. 

* ნუ შეგეშინდება წელში მოიხარო, სანამ მხრებში გაიმართები.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g