ესპანეთის მიერ უკრაინისათვის გაგზავნილი ყუმბარმტყორცნების შეფუთვაში, ესპანეთის დედოფალმა სამხედროებისთვის ძეხვის ჩხირები დამალა. ამის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთ ტელეგრამ არხზე ვრცელდება.
გზავნილს თან ერთვოდა დედოფალ ლეტიცია ორტისის წერილი შემდეგი წარწერით:
„გამარჯვებას გისურვებთ! სიყვარულით, ლეტიცია“, – წერს ორტისი.