LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაშვილის კლინიკაში ბოლო 10 დღის განმავლობაში ჰოსპიტალიზაციის სტატისტიკა გაიზარდა

306
iashviliklinika-db09d

ჯანდაცვის უწყება ეპიდემიების შესახებ ბოლო მონაცემებს აქვეყნებს. აქამდე ქვეყანაში, ძირითადად B ტიპის ვირუსი ცირკულირებდა, ბოლო პერიოდში კი, კლინიკებს პაციენტები A ტიპის ვირუსის სხვადასხვა შტამით მიმართავენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ვირუსი ძირითადად 2 წლამდე ბავშვებს ემართებათ და სწორედ ამ ასაკის ბავშვები მიჰყავთ, ძირითადად, კლინიკაში. მიმდინარეობა საკმაოდ რთულია, ვირუსი იწვევს ბრონქების დაზიანებასაც.

გაზრდილია A ტიპის ვირუსებით მიმართვიანობაც.

ქვეყანაში კვლავ ცირკულირებს H1N1, ანუ ე.წ. ღორის გრიპი. ასევე Р3Т2 ტიპის ვირუსით ავადდება ყველა ასაკის ადამიანი.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის ბოლო მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც მონაცემებიდან ირკვევა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზების სტატისტიკა 12 პროცენტით არის გაზრდილი. ამასთან უწყება მოსახლეობისთვის რეკომენდაციებსაც ავრცელებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g