LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაშვილის კლინიკაში გადაყვანილ ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

108
iashvili2

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული 31 წლის ქალის შვილს A ტიპის ვირუსი დაუდგინდა. მისი თქმით, ბავშვი მკურნალობს როგორც გრიპის ვირუსით დაავადებული პაციენტი. ჩხაიძის განმარტებით, კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტი არ ჰყავთ.

“ამ ეტაპზე, იაშვილის კლინიკაში რჩება ერთი პაციენტი, რომელსაც არ დაუდგინდა კორონავირუსი. დაფიქსირდა A ტიპის ვირუსი. ეს პაციენტი ახლა წევს და იღებს მკურნალობას როგორც გრიპის ვირუსით დაავადებული ბავშვი. რჩება ჯერჯერობით იაშვილის კლინიკაში”, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.

იტალიიდან დაბრუნებულ 8 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა, კიდევ 8 პაციენტის ტესტის პასუხი დღეს გახდება ცნობილი

კლინიკის დირექტორი აღნიშნავს, რომ სამედიცინო დაწესებულება მუშაობს ორი მიმართულებით – საეჭვო შემთხვევების გამოვლენასა და შესაბამის რეაგირებაზე. ჩხაიძის თქმით, საქართველოში არსებული მდგომარეობა არა ეპიდემიურ ვითარებას, არამედ გახშირებულ რაოდენობასაც არ შეესაბამება.

“რაც შეეხება მზაობას, მას შემდეგ, რაც პირველი შემთხვევა გამოვლინდა, მივიღეთ კონკრეტული რეკომენდაციები. ვმუშაობთ ორი მიმართულებით. ერთია პერსონალის ტრენინგი, რაც ძირითადად მოიცავდა, თუ როგორ უნდა გამოავლინოს პერსონალმა საეჭვო შემთხვევები და როგორ მოიქცეს ამ შემთხვევაში. გარდა ამისა, გვქონდა კონკრეტული რეკომენდაცია ექიმების ეკიპირებაზე, რომლებიც კონტაქტში შედიან ასეთ პაციენტებთან. პერსონალი, რომელიც კონტაქტში შედის პაციენტებთან, არის მაქსიმალურად ეკიპირებული. მაშინვე, როგორც კი საეჭვო შემთხვევა იქნება, გვაქვს რეკომენდაცია, დავუკავშირდეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ვიმოქმედოთ სიტუაციის შესაბამისად. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან შორს ვართ ეპიდემიისგან, კორონავირუსის შემთხვევაში ჩვენ გვყავს სამი პაციენტი სამნახევარ მილიონიან მოსახლეობაზე. ასე რომ, ლაპარაკი არა მარტო ეპიდემიაზე, არამედ შემთხვევების გახშირებულ რაოდენობაზეც კი არ არის, იმდენად მცირეა ეს რიცხვი“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინე ზონა შეიქმნა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები