LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაშვილის კლინიკაში პიროტექნიკით დაშავებულ 12 ბავშვს ოპერაციული ჩარევა დასჭირდა

piroteqnika

იაშვილის კლინიკაში პიროტექნიკით დაშავებულ ბავშვს თითების ამპუტაცია ჩაუტარდა. ახალი წლის ღამეს იაშვილის კლინიკაში ახალი პირიოტექნიკით დაშავებული 12 ბავშვი შეიყვანეს.

როგორც იაშვილის კლინიკის პრესსამსახურში ფორტუნას განუცხადეს, ყველა მათგანს ოპერაციული ჩარევა დასჭირდა.

მათივე ინფორმაციით, დღეისათვის პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად მიღებული დაზიანებებით 9 ადამიანი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშიც შეიყვანეს.

დაშავებულებს შორის არის მცირეწლოვანი, რომელსაც ოპერაცია, თითის რეპლანტაცია ჩაუტარდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g