LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იბრა საფრანგეთს რეკორდებით ემშვიდობება (ვიდეო)

27

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 38 გოლი გაიტანა საფრანგეთის ჩემპიონატის 21 მატჩში.
34 წლის გიგანტი ბოლო ოთხ წელიწადში მესამედ გახდა ლიგა 1-ის ბომბარდირი (გასულ სეზონში მესამე იყო).

პსჟ-ში გატარებულ ოთხ სეზონში იბრამ 11 ტროფეი მოიგო, მათ შორის ოთხი ჩემპიონატი, სამჯერ გახდა ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი, ასევე გახდა კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი.

წელს გატანილი 38 გოლით იბრაჰიმოვიჩმა გააუმჯობესა კარლოს ბიანკის რეკორდი, რომელმაც პსჟ-ს მაისურით 1977/78 წლების სეზონში 37 გოლი გაიტანა.
ლიგის რეკორდი კი იუგოსლავიელ ფორვარდ სკობლარის ეკუთვნის, რომელმაც 1970/71 წლებში „მარსელის“ რიგებში 44 გოლი გაიატანა და „ოქროს ბუციც“ აიღო.

ზლატანმა თავისი ფრანგული კარიერა დაარულა, მას ახალი გუნდი უკვე მოძებნილი აქვს, თუმცა ხმამაღლა ჯერ არ ამბობს.
ბარემ ისიც ვთქვათ, რომ პსჟ-ს არგენტინელმა ვინგერმა ანხელ დი მარიამ 29 მატჩში 18 საგოლე გადაცემა გააკეთა და ამით საფრანგეთის ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა.

წელს ლიგა 1 დატოვეს „გაზელიკ აიაჩომ“ (37 ქულა, მე-19 ადგილი), „რეიმსმა“ (39 ქულა, მე-18 ადგილი) და ადრე გავარდნილმა „ტრუამ“ (18 ქულა, მე-20 ადგილი). „რეიმსის“ გავარდნა ჩვენთვის განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, რადგან ამ გუნდის ღირსებას იცავს საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა. იმედია, ქართველი ნახევარმცველი სამომავლოდ უკეთეს გუნდში აღმოჩნდება.

საფრანგეთს ჩემპიონთა ლიგაზე წარმოადგენს პსჟ, „ლიონი“ და „მონაკო“, ევროპალიგაზე კი „ნიცა“ და „ლილი“ გავიდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები