LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იბრამ შვედეთი საფრანგეთში წაიყვანა

80

ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლი ოფიციალურად დასრულდა და ბებერი კონტინენტის ჩემპიონატის ყველა მონაწილე ცნობილია. ბოლო ორი საგზურის მფლობელის ვინაობა კოპენჰაგენსა და მარიბორში წუხელ გაირკვა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და მისმა შვედეთმა დანიაში 2:2 ითამაშა, შესაბამისად სკანდინავიური დერბი შვედეთის ნაკრებმა ორი მატჩის ჯამში 4:3 მოიგო და ამ ოთხი გოლიდან ზლატანის ანგარიშზე სამია, აქედან ორი მან გუშინ გაიტანა და ლომის წილი დაიდო იმაში, რომ შვედეთი ევროპას არ გამოაკლდება.
სლოვენიელთა კაპიტანმა ცეზარმა მატჩის დასაწყისში გაუტანა უკარაინას და მასპინძლებს რეალური შანსი გაუჩინა. ინტრიგა თამაშს ბოლომდე შერჩა. ბოლოს სლოვენია ათი კაცის ამარა დარჩა და მე-7 დამატებულ წუთზე უკრაინელმა იარმოლენკომ გათანაბრებაც კი მოახერხა – ორი მატჩის ჯამში 3:1 და უკრაინის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები