მუსიკალურ ასპარეზზე გამოჩენიდან 3 წლის შემდეგ, Ice Spice-ის სადებიუტო სტუდიური ალბომი – Y2K! დღის სინათლეს, 26 ივლისს იხილავს. 24 წლის ჰიპ ჰოპ არტისტის პირველი დისკიდან უკვე ცნობილია სინგლები: Phat Butt, Think U the Shit (Fart) და Gimmie a Light.
4 ივლისიდან, ჯენ ზის ერთ-ერთმა საუკეთესო რეპერმა მის მხარდასაჭერად პირველი მასშტაბური ტურნე დაიწყო. ამჟამად, კონცერტები ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე იმართება. უცნობია, ჩავა თუ არა ის ევროპაში.
აისი სფაისი წლევანდელ ,,გრემიზე” პირველად იყო ნომინირებული. მას ოთხი, მათ შორის ,,საუკეთესო ახალი არტისტის” ნომინაცია მიენიჭა.