LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იჭვს ვერ შევიტან პირველ ნაუბარში, რომ პრემიერმა რაც მასთან საუბარი შედგა, ის სხვანაირი ფორმით მიაწოდა საზოგადოებას, ამას ცალსახად გამოვრიცხავ“ – ლადო კახაძე კობახიძის ევროკომისარზე გაკეთებულ განცხადებაზე

196
ლადო კახაძე და ირაკლი კობახიძე

„იჭვს ვერ შევიტან პირველ ნაუბარში, რომ პრემიერმა რაც მასთან საუბარი შედგა, ის სხვანაირი ფორმით მიაწოდა საზოგადოებას, ამას ცალსახად გამოვრიცხავ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლადო კახაძემ განაცხადა.

აღნიშნულით დეპუტატმა უპასუხა კითხვას, რომელიც სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილმა განცხადებას ეხებოდა და რომლის თანახმადაც, მან თქვა, რომ პრემიერ კობახიძის ნათქვამში, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან დაკავშირებით, გამოსაძიებელი არაფერია.

„როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ტელეფონზე გირეკავს ევროკომისარი და გეუბნება – „ხვალ გკლავენ ძმაო“… უბრალოდ, კობახიძეს ეშინია ყველაფრის როგორც ჩანს, საკუთარი ჩრდილისაც და დააყრანტალა მსგავსი სისულელე – ალეკო ელისაშვილი“

„კობახიძე ტყუილში ამხილა თვითონ ვარჰეიმ, რომელიც არის ევროკომისარი და რომელიც მანამდე იყო კობახიძის და “ქართული ოცნების” ერთადერთი მოკავშირე. მასზე ისეთი სისულელე თქვა კობახიძემ, აი, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ტელეფონზე გირეკავს ევროკომისარი და გეუბნება – „ხვალ გკლავენ ძმაო“. ასეთ სისულელეს ხომ ვერაფრით წარმოიდგენ“ – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„რაც შეეხება უშიშროების სამსახურის დახვეწილ, გამოცდილ ხელმძღვანელს, მისი განცხადებაც, ალბათ, იმ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, იმ დიპლომატიის, რომლითაც ქვეყნები ურთიერთობენ ერთმანეთთან“. – განაცხადა ლადო კახაძემ.

ინფორმაციისთვის, პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა – ახსენა – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g