TAMO’S SKIN-ის დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე გიორგი იაშვილის პოტკასტის სტუმარი იყო.
კითხვაზე, „რას ეტყოდი პატარა თამოს?“
თამო ვაშალომიძე პასუხობს:
„არ ინერვიულო, ვფიქრობ, რომ რა შეცდომაც პატარ ათამომ დაუშვა, უნდა დაეშვა, რაღაცებს შევცვლიდი, მაგრამ ყველამ ხომ ვიცით, რომ ასეთი რამ შეუძლებელია.“
მორიგ კითხვაზე, „საზოგადოებამ გაგიცნო საკმაოდ თამამი ფოტოებით, როგორ აფასებ შენ ძველ ფოტოებსა და ინტერვიუებს“?
თამო პასუხობს:
„იცი, როგორ დამემართა, უნახავმა რა ნახაო. (იცინის) მართლა ასე დამემართა, როდესაც ტელევიზიაში პირველად მოვხვდი. მიმტანობიდან უცებ ტელევიზიაში აღმოვჩნდი, ეს ძალიან ახალი იყო ჩემთვის, არ ვიცოდი, რა და როგორ გამეკეთებინა. ახლა ჩემს ძველ ინტერვიუებს რომ ვუყურებ, მინდა, რომ საერთოდ გაქრეს იუთუბიდან, მაგრამ შეცდომები რომ არ დამეშვა, დღეს ასეთი არ ვიქნებოდი“, – ამბობს თამო ვაშალომიძე.
