დიზაინერი თეონა თავართქილაძე პოდკასტში – ჩვენ • Chven სტუმრობისას არველაძეების ოჯახურ გარემოსა და იმ განსაკუთრებულ ურთიერთობებზე საუბრობს, რაც მათ ერთიანობას განაპირობებს. თეონა იხსენებს ზღვაზე გატარებულ პერიოდებს და ხაზს უსვამს უფროსი თაობის როლს დადებითი მუხტის შენარჩუნებაში.
„აი, იცით, რა ნამდვილები არიან, მგონია, რომ მათ ირგვლივ სულ დადებითია, მხოლოდ სიყვარულს ამჟღავნებენ, თუნდაც უცნობი ადამიანებიც მგონია, რომ სწორედ ამიტომ არიან ასეთი ნამდვილები. ამ ყველაფრის თავი და თავი კიჭა და თამრიკო არიან, რომლებიც მართლა საოცარი ადამიანები არიან.
ბიჭები მე ყველანაირები მინახავს, ისეთებიც, რომლებიც წაგებული მატჩის მერე სამი დღე ხმას არ იღებენ და ოთახიდან არ გამოდიან. ჩვენი ყველაზე საყვარელი პერიოდი კი ის არის, როდესაც ყველა ერთად ვიკრიბებით ჩვენს სახლში, ზღვაზე. იქ ვართ თამრიკო, ჩვენ, ყველა… თან არის იმის საშუალება, რომ ყველას თავისი სტუმარი ჰყავდეს. არის 13 საძინებელი, რომელშიც, რა თქმა უნდა, მაინც ვერ ვეტევით ხოლმე, ვიღაცას აივანზე სძინავს, ვიღაცას სადღაც… დილას ყველა ოთახიდან რომ ახალი ადამიანები გამოდიან, მერე ერთად ვთამაშობთ, ვცეკვავთ, ვმღერით. ძალიან გვიხარია ერთად ყოფნა“, – აღნიშნავს თეონა თავართქილაძე.
