LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იცით რამდენი ცხოველი სჭირდება ერთი Bentley-ის სალონს?

134

Bentley ვეგანი კლიენტებისთვის ააწყობს მოდელს, რომელსაც ტყავის სალონი არ ექნება. ბრიტანული პრემიუმ ბრენდის ავტომობილების შიდა ნაწილის უმეტესობა ტყავით არის გაფორმებული. ეს მასალა დღეისათვის ძვირფასი ავტომობილების სალონებში  ყველაზე მოთხოვნადია და ალუმინს და ხესაც კი სჯობნის. იცით რამდენი ცხოველის მსხვერპლია საჭირო ერთი Bentley-ის გასაფორმებლად? ოცი! ალბათ ამიტომ, ვეგანები ასეთ ავტომობილებს იშვიათად ყიდულობენ.

AutoExpress-სთან ინტერვიუში, Bentley-ის დიზაინის მიმართულების დირექტორმა სტეფან სიელაფმა განაცხადა, რომ კომპანია ინტერიერის გასაფორმებლად ალტერნატიულ მასალებს სწავლობს. პოტენციურმა ვეგანმა კლიენტებმა შეძლეს Bentley-ის დარწმუნება, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ბრიტანული პრემიუმ ავტომობილის შეძენა, მაგრამ ამას მხოლოდ სალონში ტყავის არსებობის გამო არ აკეთებენ.

”ჩვენ ვერ მივყიდით Bentley-ის, რომლის სალონის გასაწყობადაც 20 ცხოველის ტყავი დაიხარჯა ვეგან კლიენტს, თუმცა, კომპანიის მიზანია ყველა კლიენტის მოთხოვნა დააკმაყოფილოს, მათ შორის მათი, ვინც თანამედროვე ტრენდებს მისდევს” – ამბობს სიელაფი.

Bentley-ის ბოლო სიახლეა ქროსოვერი Bentayga, რომლის გამოშვებაც შარშან დაიწყო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები