არისტოკრატული გარეგნობა, დახვეწილი მანერები და თანდაყოლილი ტალანტი – შემთხვევით არ სარგებლობს ჯუდ ლოუ თანამედროვეობის სექს-სიმბოლოს და უნიჭიერესი მსახიობის ტიტულით.
იშვიათი სახელი – მომავალი ვარსკვლავის მშობლები ლეგენდარული Beatles-ის თავგამოდებული ფანები იყვნენ, ამიტომ სახელი შვილს სწორედ ჯგუფის პოპულარული სიმღერის Hey Jude-ის ლირიუკლი პერსონაჟის სიყვარულით შეურჩიეს.
„მძიმე“ ბავშვობა – მოზარდ ჯუდს, რომელიც ლონდონის საშუალო სკოლაში სწავლობდა, კლასელები „ანგელოზური გარეგნობის“ გამო დასცინოდნენ. მუდმივი შეურაცხყოფით დაღლილმა ლოუმ მშობლებს ახალგაზრდულ თეატრთან გახსნილ კერძო სკოლაში გადაყვანა სთხოვა, თუმცა არც იქ გაუმართლა, რადგან ულამაზესი ცისფერი თვალების, მოდური ვარცხნილობის და ქალის სახელის გამო, გოგონად მიიჩნიეს და ისევ მასხრად აიგდეს.
კინოს სიყვარულით – 14 წლის ასაკში ჯუდი პირველად დაინტერესდა კინოთი. მოზარდი ლოუ ყოველდღე სკოლიდან იპარებოდა და მთელ დღეს ლონდონის ცენტრში, უელსის პრინცის თეატრში ატარებდა, სადაც განურჩევლად ყველა ფილმს უყურებდა, საღამოს სახლში დაბრუნებული კი, მშობლებს აცოდებდა თავს, რომ ძალიან დაიღალა სკოლაში.
ფეხბურთის ფანი – ლონდონის „ტოტენჰემის“ თავგამოდებული გულშემატკივარი არცერთ თამაშს არ ტოვებს და მართალია, საყვარელი კლუბი ინგლისური პრემიერ-ლიგის ერთ-ერთ ყველაზე სუსტი გუნდია და არც მისი წარმატების იმედი აქვს არავის, მაგრამ ლოუს ჯიუტად სჯერა, რომ ერთ დღეს აუცილებლად იზეიმებს საყვარელი კლუბის გამარჯვებას.
ტატუ და სკანდალური განქორწინება – ყოფილი მეუღლის სენდი ფროსტის პატივსაცემად ლოუს ტატუ Sexy Sadie აქვს მხარზე, რომელზეც მსახიობმა არც განქორწინების შემდეგაც თქვა უარი. ხანგრძლივი ქორწინების და სამი შვილის მიუხედავად, საბოლოოდ წყვილმა მაინც დაშორება გადაწყვიტა. სასამართლო პროცესზე ფროსტმა მეუღლე თავქარიანობასა და უპასუხისმგებლობაში, უზნეობაში, უგუნურობასა და სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმის მიყენებაში დაადანაშაულა, რამაც მისი დეპრესია გამოიწვია. როგორც აღმოჩნდა, ისედაც დაძაბულ ურთიერთობას წერტილი საზარელმა შემთხვევამ დაუსვა, როცა უმცროსმა ქალიშვილმა – სამი წლის აირისმა შემთხვევით მამის ჯიბეში ნაპოვნი ექსტაზის აბები გადაყლაპა და ძლივს გადაურჩა სიკვდილს. 2003 წელს ლოუ ჟურნალისტების საყვარელ პერსონად იქცა, პრესა აქტიურად განიხილავდა მის განქორწინებას და ახალ რომანს სიენა მილერთან, რომელიც ფილმის „სიმპათიური ალფი“ ქასთინგზე გაიცნო.
ლოველასის რეპუტაცია – ხანმოკლე აღმოჩნდა ლოუსა და მილერის რომანიც, რადგან ჯერ საკუთარი შვილების ძიძასთან, მერე რესტორნის მიმტანთან უღალატა. სხვათა შორის, მექალთანე ლოუს საყვარლების გრძელ სიაში ცნობილ მსახიობებთან ერთად უცნობი ქალბატოებიც მრავლად არიან, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მსახიობი ექვსი შვილის მამაა.
უჩვეულო სინჯები – ლოუს ნაცნობობა იან მაკგრეგორთან 1990 წელს შედგა მეტად უჩვეულო სინჯებზე, როცა რეჟისორმა 30 ფუნტი სტერლინგი მისცა დამწყებ მსახიობებს, ალკოჰოლური სასმელით გამოთრობა და მოკლე სცენის გათამაშება შესთავაზა. მართალია, ახალგაზრდებმა ქასთინგი ჩააგდეს, მაგრამ საუკეთესო მეგობრები გახდნენ.
არაჩვეულებრივი მეზობელი – რამდენიმე წელი ლოუ და მაკგრეგორი ერთად ქირაობდნენ ოთახს ლონდონის ცენტრში. მეგობართან ერთად გატარებულ წლებს ლოუ „ალკოჰოლის, სექსის და თავდავიწყების პერიოდს“ უწოდებს, რომელმაც თავის ტკივილის მეტი არაფერი მოუტანა. 1997 წელს მსახიობებმა კინოკომპანია Natural Nylon დააარსეს, რომელმაც მხოლოდ ხუთი წელი იარსება და ნაკლებად ცნობილი ფილმები „ეგზისტენცია“, „შეპყრობილი“, „ციური კაპიტანი და მომავლის სამყარო“ გამოუშვა.
წარმატების საფასური – ნამდვილი აღიარება მსახიობმა დიკი გრინფილდის როლით მოიპოვა ფილმში „ნიჭიერი მისტერ რიპლი“, რომლისთვისაც „ოსკარის“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინაცია დაიმსახურა. გადაღებებზე ლოუმ ნეკნი გაიტეხა და მანამდე ყვიროდა ტკივილისგან, სანამ რეჟისორმა ენტონი მინგელამ არ დაამშვიდა, „მოითმინე ტკივილი, მილიონდოლარიანი ჰონორარის და ვარსკვლავური სტატუსისთვის, რომელსაც ფილმი მოგიტანს, ნებისმიერი ტკივილის მოთმენა შეიძლება“.
ვერშემდგარი სუპერმენი – მართალია, ლოუს მთავარი როლი შესთავაზეს ფანტასტიკურ ფილმში „რკინის კაცი“, მაგრამ სუპერმენის კოსტიუმის მორგების შემდეგ მსახიობმა კატეგორიული უარი თქვა შეთავაზებაზე. „კოსტუმი სასტუმროში გამომიგზავნეს. სწრაფად მოვირგე და სარკეში ჩავიხედე, დიდხანს ვუყურე საკუთარ თავს, მაგრამ სუპერგმირი ვერსად დავინახე. მეტიც, წარმოვიდგინე როგორი სამარცხვინო ვიქმებოდი პოსტერებზე რაღაც იდიოტურ კომბინიზონში გამოწყობილი და უარი ვთქვი ფილმში მონაწილეობაზე“.
ფეტიში – მსახიობს საკუთარი დაღუპული პერსონაჟების სისხლიანი პერანგების უცნაური კოლექცია აქვს. საგულდაგულოდ ინახავს სამოსს ფილმებიდან „ნიჭიერი მისტერ რიპლი“, „შუაღამე სიკეთისა და ბოროტების ბაღში“ და „გატაკა“.
„ახალგაზრდა პაპი“ – პაოლო სორენტინოს სერიალისთვის „ახალგაზრდა პაპი“ მზადებისას, ლოუმ პრაქტიკულად ზეპირად ისწავლა ბიბლია. „ არ ვიცოდი, რა უნდა წამეკითხა. არც სპეციალური სკოლა არსებობს პაპებისთვის, არც დალაპარაკება შეიძლება არავისთან. ბიბლია მხოლოდ ინტუიტიურად ავირჩიე. მართალია, ბევრი საინტერესო გავიგე, მაგრამ რთულ პერსონაჟში გარკვევა მაინც დამოუკიდებლად მომიხდა“.
მხოლოდ არტისტული ნიჭი – მსახიობის მტკიცებით საერთოდ არაფრის ნიჭი არ აქვს მსახიობობის გარდა. „ჩემი შვილი რაფერტი რამდენიმე ინსტრუმენტზე უკრავს, მე კი, მთელი ცხოვრება მინდა ვისწავლო დაკვრა, მაგრამ დრო არ მყოფნის. მხოლოდ „ნიჭიერი მისტერ რიპლის“ გადაღებებზე ვისწავლე საქსაფონზე დაკვრა და ისიც დამავიწყდა“.
პანდემია და კოვიდ 19 – როგორც აღმოჩნდა, კორონავირუსის გავრცელების შესახებ ლოუმ ჯერ კიდევ 2011 წელს იცოდა, როცა სტივენ სოდერბერგის ფილმში „ინფიცირება“ შეასრულა მთავარი როლი. ფილმმა, რომელიც მომაკვდინებელი ეპიდემიის გავრცელებაზე მოუთხრობს მაყურებელს, მხოლოდ 2020 წელს მოიპოვა პოპულარობა. ლოუმ აღიარა, რომ კარგად იცოდა მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ, თუმცა ნაკლებად სჯეროდა. „ვირუსის შესახებ მეცნიერებმა გაგვიმხილეს, რომლებიც კონსულტანტებად მუშაობდნენ ჩვენს ფილმზე. დარწმუნებული იყვნენ, რომ სამყაროს კოშმარი ელოდა, თუმცა ზუსტად არ იცოდნენ როდის. არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ როცა პირველი ინფორმაცია მოვისმინე ჩინეთიდან, მართლა ძალიან შემეშინდა”.