LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იცოდით, რომ რამდენიმე ქვეყნის ფული ცხოველურ ცხიმს შეიცავს?

132

კანადისა და ავსტრალიის ცენტრალურმა ბანკებმა „სიენენს“ დაუდასტურეს, რომ მათი ქვეყნების პოლიმერული ბანკნოტები ცხოველურ ცხიმს შეიცავს.

ორშაბათს ცხიმის შემცველობა დაადასტურა ბრიტანეთის ცენტრალურმა ბანკმაც ახალ ბრიტანულ 5 ფუნტიან კუპიურაში, რომელიც ხმარებაში სექტემბერში ჩაეშვა.

ინფორმაციამ ვეგეტარიანელების და ვეგანების დიდი პროტესტი გამოიწვია, მათი ნაწილი ცენტრალური ბანკისგან მოითხოვს, აღარ გამოიყენონ ცხოველური პროდუქტები ფულის დამზადებისას.

„ეს მიუღებელია მილიონობით ვეგანისთვის, ვეგეტარიანელისთვის, ინდუსისთვის და სხვა ადამიანებისთვის დიდ ბრიტანეთში,“ – ნათქვამია ონლაინპეტიციაში, რომელმაც ძალიან სწრაფად მოაგროვა 90,000 ხელმოწერა.

160602114334-five-pound-note-1-780x439

კომპანია Innovia Films, რომელიც აწარმოებს პოლიმერულ პლასტმასს 5 ფუნტიანი კუპიურისთვის,  ასევე აწარმოებს პოლიმერულ ფულს 23 სხვა ქვეყანაში, მათ შორის – კანადასა და ავსტრალიაში.

ინგლისის ბანკისა და Innovia Films-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მასალის გამოყენება საჭირო გახდა, უფრო „ანტისტატიკური“ რომ ყოფილიყო კუპიურები. კომპანიის წარმომადგენლის პატრიშა ფოთსის თქმით, ცხოველურ მასალას ნელ-ნელა კუპიურებიდან ამოიღებენ, მაგრამ „ამას დრო სჭირდება, რადგან ძალიან რთული პროცესი იქნება“.

რამდენიმე ქვეყნის ცენტრალური ბანკები პოლიმერულ თანხაზე ბოლო წლების მანძილზე გადავიდნენ, რადგან მასალა მეტად დრეკადი და ჭუჭყის ამტანია, ამასთან, უფრო ძნელად ზიანდება, ვიდრე ქაღალდის ფული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები