ერთი პერიოდი, სანამ შოტლანდიური გრანდი ”გლაზგო რეინჯერსი” ფინანსური კრახის გამო ფსკერზე აღმოჩნდებოდა, საკმაოდ აქტიური საუბარი მიდიოდა იმის შესახებ, რომ ორ სქოთურ ბობოლას ”რეინჯერსა” და მის მოსისხლე ”სელტიკს” ინგლისის პრემიერლიგაში ეთამაშათ და ამით უელსური პრეცედენტი გაემეორებინათ. მოგეხსენებათ, უელსის საუკეთესო გუნდები (სუონსი, კარდიფი) სწორედ ინგლისის პირველობაზე გამოდიან. შოტლანდიელები მსგავს გადაწყვეტილებას თავიანთი გრანდების კიდევ უფრო განვითარებით ხსნიდნენ, რადგან შოტლანდიის ჩემპიონატში მათი მომრევი არავინ იყო და პირველობაც უინტერესო ხდებოდა.
თუმცა ”რეინჯერსის” დაქვეითების შემდეგ, ეს საუბრები ერთ ხანს შეწყდა და აი, ახლა „სელტიკის“ მეპატრონე დერმონტ დესმონდმა კვლავ წამოჭრა იდეა, რომ მისმა გუნდმაც და „რეინჯერსმაც“ ძალები პრემიერლიგაში მოსინჯონ.
თუმცა იქვე თავადაც აღიარა, რომ ამას გარკვეული დრო დასჭირდება: ”ვფიქრობ, ამ იდეის განხორციელებას დაახლოებით 10 წელიწადი მაინც დასჭირდება“, – აღნიშნა დესმონდმა.
ფეხბურთის მოყვარულებს მოეხსენებათ, რომ უძველესი გლაზგოური დერბი „სელტიკსა“ და „რეინჯერსს“ შორის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და უკომპრომისიო ბებერ კონტინენტზე.