LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იდეალური ქალი, რომელიც ცნობილი ვარსკვლავების ნაწილებისგან შედგება

59

ბრიტანელმა პლასტიკურმა ქირურგმა, ჯულიან დე სილვამ, იდეალური ქალის ფოტოპორტრეტი შექმნა. ექიმმა საკუთარი 10 წლიანი გამოცდილება გამოიყენა, რის საფუძველზეც მან ცნობილი ქალბატონების ყველაზე პოპულარული ნაწილები ერთ ქალში გააერთიანა. საინტერესოა, რომ შედეგი ძალიან ჰგავს „ვამპირების დღირების“ ვარსკვლავს, ნინა დობრევს.

ჯულია დე სილვას თქმით, კლიენტები მას ყველაზე ხშირად კეიტ მიდლტონის მსგავსი ცხვირის, კირა ნაიტლის თვალის ჭრილის, ჯენიფერ ლოპესის წარბების, პენელოპა კრუსის ტუჩების, მაილი საირუსის შუბლის, ანჯელინა ჯოლის ღაწვების, სელენა გომესის ნიკაპისა და რიზ უიზერსპუნის კანის გაკეთებას სთხოვენ.

ექიმის განცხადებით, ცნობილ ვარსკვლავებთან მიმსგავსების წინააღმდეგი ის არ არის, რადგან ამ გზით მას საქმე უმარტივდება.

1Ot9HS0AEA4e7xJ5K246tWshl

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები