LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იდეალური ურთიერთობის 8 ნიშანი – მარტივი ტესტი

1106

მართალია, დარწმუნებული ხართ, რომ იდეალური პარტნიორი გყავთ, მაგრამ მაინც არ გაწყენთ ურთიერთობის შემოწმება მარტივი ტესტის დახმარებით.

თქვენს ურთიერთობა იდეალურია თუ…

  • თუ ხანგრძლივი რომანის მიუხედავად, მაინც არასდროს გეზარებათ ერთმანეთისთვის სასიამოვნო შეტყობინებების, ფოტოების და ხუმრობების გაცვლა, გადაწყვეტილების მიღებისას კი, ისევ ერთმანეთს მიმართავთ რჩევისთვის.

  • თუ არასდროს გბეზრდებათ გრძნობების გამოხატვა და წლების მიუხედავად მაინც სიამოვნებით ეხუტებით ერთმანეთს. სხვათაშორის, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ჩახუტებისას ადამიანის ორგანიზმი უფრო მეტ ოქსიტოცინს (სიხარულის ჰორმონს) გამოყოფს, ამიტომ ბევრად ეფექტურია, ვიდრე კოცნა.

  • თუ არაფერს მალავთ და ყოველთვის გულწრფელად შეგიძლიათ ისაუბროთ საკუთარ გრძნობებზე, კოლეგებზე ან მეგობრებზე ნაწყენი კი, ისევ ერთმანეთთან ეძებთ თანაგრძნობასა და მხარდაჭერას.

  • თუ განსხვავებული ინტერესების მიუხედავად მაინც იზიარებთ ერთმანეთის გატაცებას და ყოველთვის მზად ხართ დაუჭიროთ მხარი ნებისმიერ წამოწყებაში.

  • თუ ძველებურად სიამოვნებით აწყობთ რომანტიკული ვახშამს და მოულოდნელად სთავაზობთ მოგზაურობას, სიამოვნებით არჩევთ ერთმანეთისთვის საჩუქარს და არასდროს ივიწყებთ სიურპრიზების მოწყობას.

  • თუ არ გბეზრდებათ ერთად ყოფნა, არასდროს გწყინთ ერთმანეთის ხუმრობა და არ გიჭირთ კომპრომისზე წასვლა, კონფლიქტს და უსიამოვნებას კი, ყოველთვის სწრაფად და ღიმილით ასრულებთ.

  • თუ სიამოვნებით ოცნებობთ მომავალზე და სიხარულით გეგმავთ ერთობლივ ცხოვრებას. არასდროს გბეზრდებათ ბინის გაფორმებაზე ზრუნვა, საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენისას კი, ყოველთვის ითვალისწინებთ ერთმანეთის გემოვნებას.

  • თუ ნებისმიერ კომპანიას ერთად სტუმრობთ და ხალხმრავლობის მიუხედავად, მაინც ყოველთვის პოულობთ დროს ერთმანეთთან ურთიერთობისთვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g