LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IDFI-მ ყველაზე დახურულ უწყებად იუსტიციის სამინისტრო დაასახელა და “ჯილდოდ” ბოქლომი მიანიჭა

120
BE35A21E-6039-4AFA-9FB2-6F346F66F0F4_w1023_r1_s

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კვლევის მიხედვით, 2018 წლის ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად იუსტიციის სამინისტრო შეფასდა და IDFI-სგან “ჯილდოდ” ბოქლომი მიენიჭა.

ორგანიზაციის განცხადებით, გასულ წელს, იუსტიციის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალ უწყებებს (11 სსიპ-ი) სულ  345 მოთხოვნა გაეგზავნა, საიდქნაც 316 მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს.

იუსტიციის სამინისტრომ 26 მოთხოვნიდან 25 უპასუხოდ დატოვა.

“საჯარო დაწესებულებების ყველაზე დიდმა ნაწილმა (20%) არ გაასაჯაროვა პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის შესახებ მოხსენებითი ბარათები. ასევე პრობლემური იყო საწვავის მოხმარებაზე არსებული ლიმიტების და ხარჯების, უწყების წინააღმდეგ დასრულებული სასამართლო დავების და სარესტორნო მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციის მიღება”, — წერია ანგარიშში.

კვლევის მიხედვით, 2018 წელს საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 3%-ით შემცირდა.

magti 5g