იდრის ელბა მონაწილეობას მიიღებს Netflix-ის ახალ კომედიურ სერიალში „Turn Up Charlie“. ჰოლივუდის მსახიობი ძიძას განასახიერებს.
მინი-სერიალი, რომელიც 8 სერიისგან იქნება შემდგარი, ჩარლიზე მოგვითხრობს, რომელსაც ძალიან უნდა დიჯეობა, თუმცა ამ საქმეში არაფერი გამოსდის. საბოლოოდ ის ძიძად იწყებს მუშაობას. ბავშვი კი სამი წლის რთულად აღსაზრდელია. სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ ის მისი საუკეთესო მეგობრის შვილია.