ტელეარხმა BBC One თავის YouTube-არხზე სერიალ „ლუთერის“ მეხუთე სეზონის თიზერი გამოაქვეყნა, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, როდის გამოვა პროექტი და რამდენი სერიისგან იქნება ის შემდგარი.
ფერადკანიანი დეტექტივის შესახებ პირველი სეზონი 2010 წელს გამოვიდა. წინა სეზონის პრეზენტაცია 2015 წელს შედგა და ის მხოლდო ორი ეპიზოდისგან შედგებოდა.
ყველა სეზონში მთავარ როლს იდრის ელბა ასრულებს. ახალ ეპიზოდში კი პარტნიორობას მას მსახიობი ვუნმი მოსაკა უწევს.