LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იდრის ელბას წამოცდა, რომ შვილი შეეძინა

195
idriselba20915

48 წლის მსახიობმა იდრის ელბამ ,,ტორონტოს კინოფესტივალის” ფაგრლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შვილი შეეძინა. მსახიობი ფესტივალის ფარგლებში ახალ ფილმს წარადგენდა და ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ის სამი შვილის მამაა. აქვე დასძინა, რომ სურს შვილი მალე გაიზარდოს და მისი ახალი ფილმი ნახოს. სავარაუდოდ, იდრის ელბასა და მის რჩეულს, საბრინა დოურს შვილი ისე შეეძინათ, რომ ეს ფაქტი მედიამ არ იცოდა.

ამ ინტერვიუს შემდეგ, მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ამ ამბავს აქტიურად აშუქებენ. საბრინა დოურისთვის ეს პირველი შვილია. რაც ეხება იდრის ელბას, მას უკვე ჰყავს 18 წლის ქალიშვილი და 6 წლის ვაჟი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g