LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IDS Borjomi კიდევ ერთ მინერალურ წყალს ჩამოასხამს

148
1481780373_52bzfckchkw

სოფელ ზანავის მიმდებარე ტერიტორიაზე „ზანავის“ მინერალური წყლის შესწავლა-მოპოვების 25-წლიანი ლიცენზია (ჭაბურღილები №39, №143 და №144) აუქციონის წესით გაიყიდა. აუქციონზე ლიცენზია 1 000 000 ლარად იყო გამოტანილი, გასაყიდმა ფასმა კი 1 100 000 ლარი შეადგინა. 15 აპრილს გამართული აუქციონის გამარჯვებული შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“ გახდა.

წიაღის ეროვნული სააგენტოს ინფოამციით, სალიცენზიო პირობების თანახმად, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 5 წლის ვადაში, მინერალური წყლის ჩამოსხმის მიზნით განახორციელოს მინიმუმ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები