LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IDS ბორჯომი საქართველო – „ბაკურიანი ციდას“ ნიმუშები გადამოწმდა და დარღვევა არ გამოვლენილა

579
ბაკურიანი

კომპანიის „IDS ბორჯომი საქართველო“ განცხადება:

„სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან დალეული სითხით მცირეწლოვანი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია მოხდა. გაცნობებთ, რომ კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად, კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით შეიძინეს პროდუქტი) ნიმუშები გადამოწმდა და დარღვევა არ გამოვლენილა.

პარალელურ რეჟიმში შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა.

ასევე გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g