LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იდუმალებით მოცული სახლი – ამანდა სეიფრიდი ახალი მისტიკური ფილმის თრეილერში

144
amanda2041

ამანდა სეიფრიდი, რომელიც წელს ფილმიდან „მანკი“ „ოსკარზეა“ ნომინირებული, ახალი საშინელებათა ფილმში გამოჩნდა. დღეს ინტერნეტში ჩაეშვა პირველი თრეილერი ახალი საშინელებათა ჟანრის ფილმისა, რომელსაც ჰქვია „ნანახი და მოსმენილი ამბები“. 35 წლის სეიფრიდი ფილმში მთავარ როლს ასრულებს და მისი რეჟისორი რობერტ პულჩინია.

სიუჟეტის მიხედვით ახალგაზრდა წყვილი მანჰეტენიდან საცხოვრებლად პატარა ქალაქში გადადის. სახლი, რომელსაც ისინი შეიძენენ, უამრავ საიდუმლოს მალავს და მთავარი გმირი მალევე ხვდება, რომ აქ რაღაცა ისე არაა.

ელიზაბეტ ბრანდეიჯის ცნობილი რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი ეკრანებზე 29 აპრილს გამოდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g