ტურისტი ეძებს მამა-შვილს, რომლებიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წინ, ხანძრამდე გადაიღო. პროცესში მთელი “ტვიტერი” ჩაერთო და ფოტო ვირუსულად ვრცელდება იმისთვის, რომ მათზე ასახულმა ოჯახმა იპოვოს.
თბილ ფოტოზე ჩანს მამა-შვილი, რომლებიც პარიზის ღირსშესანიშნაობის ეზოში მხიარულად თამაშობენ.
23 წლის ტურისტი ბრუკ ვინდსორი, ამბობს რომ სურათი ხანძრამდე დაახლოებით, ერთი საათით ადრე გადაიღო.
“ეს ფოტო მაშინ გადავიღე, როცა ტაძრის ტერიტორიას ვტოვებდი, ხანძრამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე. თითქმის გადავწყვიტე მივსულიყავი მამასთან და მეკითხა უნდოდა თუ არა ის. ნეტა მივსულიყავი. “ტვიტერო” თუ რაიმე სასწაული არსებობს, დაეხმარე მათ იპოვონ ფოტო” – წერს ფოტოს ავტორი ბრუკ ვინდსორი.
I took this photo as we were leaving #NotreDame about an hour before it caught on fire. I almost went up to the dad and asked if he wanted it. Now I wish I had. Twitter if you have any magic, help him find this ??pic.twitter.com/pEu33ubqCK
— Brooke Windsor (@brookeawindsor) April 16, 2019
ამ პოსტს 66 ათასი გაზიარება აქვს. ამერიკელი ტურისტი ამბობს, რომ ფოტოზე თავად რომ იყოს აღბეჭდილი, აუცილებლად ენდომებოდა ამ სამსახსოვრო კადრის შენახვა, სწორედ ამიტომ დაიწყო ასეთი “კამპანია”. მას “ტვიტერიც” ეთანხმება.
“ეს ფოტო ისტორიულია” – ამბობენ “ტვიტერის” მომხმარებლები.
ვინდსორი თავად შეესწრო ხანძრის ფაქტს. ის ათასობით ადამიანთან ერთად შორიდან ადევნებდა თვალს ცეცხლში გახვეულ ტაძარს.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობაა, რომელიც თითქმის 200 წელი შენდებოდა. წლის განმავლობაში ტაძარს 13 მილიონი ტურისტი სტუმრობს.
ხანძარი ტაძარში 15 აპრილს გაჩნდა. 400 მეხანძრეს პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ცეცხლის ლოკალიზებისთვის დაახლოებით ცხრა საათი დასჭირდა. ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა.