კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ ისტორიას უზიარებს საზოგადოებას და ფინანსურ დახმარებას სთხოვს ქალისთვის, რომელსაც თავად წლების წინ გაუწია დახმარება, იმ დროს, როცა რთულ მდგომარეობაში იყო – მიტოვებული ორსული ქალის გვერდში დგომით შეძლო, რომ მას იმედი ჩაუნერგა და დღეს მისი ბიჭის ნათლიაცაა. ახლა კი, როგორც მაიკო კაჭკაჭიშვილი წერს, ქალი ჯანმრთელობის მძიმე პრობლემას ებრძვის და კომპოზიტორი ყველას მოუწოდებს, ვისაც შეუძლია, გვერდით დაუდგეს.
„2013 წელს ჩემს მეგობართან სახლში გავიცანი გოგონა, რომელიც მიატოვა მეუღლემ 2 თვის ორსული და სხვა ქალთან წავიდა მოსკოვში ამ გოგონას გადაწყვეტილი ჰქონდა ორსულობის შეწყვეტა, რადგან პატრონი არავინ ჰყავდა მთელი საღამო ვევედრე რომ გადაეფიქრებინა და შევპირდი რომ რაც ბავშვს დასჭირდებოდა მე დავუდგებოდი გვერდით პამპერსი იქნებოდა თუ საკვები
დიდად ვერ დამიჯერა როგორც ჩანს! და 1 კვირაში აპირებდა წასვლას ამ საქმისთვის, მეგობარმა მითხრა! დავურეკე ვეხვეწე რაღაცნაირად გადავაფიქრებინე და გამომივიდა კიდეც:) მერე დავმეგობრდით
გააჩინა უკარგესი ბიჭი (მისი ნათლია ვარ) დიდი ხანი შევასრულე პირობა მერე მუშაობაც დაიწყო უკეთესი ბინაც იქირავა და მეც აღარ ვჭირდებოდი თავისით აგვარებდა პრობლემებს!!! სიმართლე გითხრათ რაც მე ცუდად ვიყავი ეს 5 წელი არავის აღარ შევხმიანებივარ და დღეს დამირეკა ამ გოგომ აქვს ჯანმრთელობის ძალიან სერიოზული პრობლემა და დახმარება მთხოვა
მე სამწუხაროდ ვერაფერს ვაკეთებ ჯერჯერობით და გადავწყვიტე თქვენთვის მომემართა! ვისაც რა შეგიძლიათ რომ დავუდგეთ გვერდით მალე მეც შემოგიერთდებით
ვიცი რომ ადამიანის გასაჭირის დროს ვერთიანდებით ხოლმე და იძულებული გავხდი აქ დამეწერა ეს ისტორია, ჩათვალეთ მე მეხმარებით
ანგარიშის ნომერს კომენტარში დავდებ და თუ სურვილი გექნებათ სქრინებსაც თვალსაჩინოს გავხდი
მადლობა წინასწარ
GE83BG0000000161197117“, – წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.