LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იძულებული ვართ დღეიდან დროებით შევაჩეროთ მაუწყებლობა… გემშვიდობებით უკეთესი და ევროპული მომავლის იმედით“ – ტელეკომპანია „ბორჯომი“ 27 წლიანი არსებობის შემდეგ მაუწყებლობას აჩერებს

257
ტელეკომპანია „ბორჯომი“

„ტელეკომპანია „ბორჯომი“ 27 წლიანი არსებობის შემდეგ მაუწყებლობას დროებით აჩერებს“, – ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც ტელეკომპანიის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

განცხადების თანახმად, ტელეკომპანია იძულებულია დროებით შეაჩეროს მაუწყებლობა:

„ტელეკომპანია „ბორჯომის“ 27 წლიანი არსებობის მანძილზე, 2024 იყო ყველაზე რთული, კრიზისული და მორალური გამოწვევებით სავსე წელი. იძულებული ვართ დღეიდან დროებით შევაჩეროთ მაუწყებლობა.

გვსურს მადლობა გადავუხადოთ ჩვენს თითოეულ რესპონდენტს, მაყურებელს, ონლაინ აუდიტორიას, მხარდამჭერებს, მეგობრებს, ყველას ვინც თვალს გვადევნებდა და გვგულშემატკივრობდა…

გემშვიდობებით უკეთესი და ევროპული მომავლის იმედით“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

📣📣 ტელეკომპანია “ბორჯომის“ გუნდი გილოცავთ ახალ 2️⃣0️⃣2️⃣5️⃣ წელს! 🎇 გისურვებთ ბედნიერებას და…

Posted by ტელეკომპანია ბორჯომი on სამშაბათი, 31 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g